მილტონ ჰეიგი: საქართველო 7 ერში ყოფნას იმსახურებს
საქართველოს ნორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი, ახალ ზელანდიასთან მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.
– მთელი კვირის განმავლობაში ბიჭებს მოვუწოდებდი, რომ ეს თამაში საქართელოს სიამაყით, საკუთარი ქვეყნისთვის და ქართული რაგბის მომავლისთვის ეთამაშათ. მატჩის მსვლელობის დიდი ნაწილი სწორედ ამ ემოციით განვითარდა და მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით. მე ამაყი ვარ ასევე, როგორც ახალ ზელანდიელი. ვამაყობ გამარჯვებული მხარითაც და ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები ნამდვილი ჩემპიონები არიან. ჩვენი პრიორიტეტი ის არის, რომ სარაგბო სამყარომ ჩვენი შესაძლებლობები აღიაროს. როგორც კი ამაზე ლაპარაკის საშუალება მეძლევა ყოველთვის ვიძახი, რომ ეს ბიჭები იმსახურებენ 7 ერში ყოფნას. ჩვენი განვითარებისთვის ასეთი კონკურენტუნარიანი გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა 6 ერის მხრიდან, მაგრამ ვფიქრობ, რაგბი გლობალური უნდა გახდეს და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარიც საბოლოოდ უნდა გაიხსნას.