ადვოკაატი: “ჩემი მომავალი “სანდერლენდში”? გადაწყვეტილება უკვე მივიღე”
ჰოლანდიელი სპეციალისტი ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურის შემდეგ კომენტარს აკეთებს.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გასამართი მატჩი, შეიძლებოდა, დიკ ადვოკაატისთვის “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო ყოფილიყო.
“ჩემი მომავალი “სანდერლენდში”? ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს”, – აცხადებს ადვოკაატი.
“ამ ეტაპზე ამ გუნდის ხელმძღვანელად ვრჩები. არ შემიძლია რაიმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება უახლოეს დღეებში. გაზეთებში ყოველთვის იწერება რაღაც, ჩემი გათავისუფლების შესახებ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, – დაასრულა ჰოლანდიელმა.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჩემპიონატის რვა ტურის შემდეგ “სანდერლენდი” სულ რაღაც სამი ქულით მე-19 ადგილს იკავებს.