ბოატენგი: “მილანი” ჩემი გულის კლუბია”
განელმა ნახევარმცველმა მილანური კლუბის მიმართ სიყვარული საჯაროდ აღიარა.
მოგეხსენებათ, “შალკეს” დატოვების შემდეგ კევინ-პრინს ბოატენგი ამჟამად თავისუფალი აგენტია. ახალი სამუშაო ადგილის მოძებნამდე, დროებით, ის “როსონერის” ბაზაზე ვარჯიშობს, სადაც ამ კლუბის ღირსებას 2010-2013 წლებში იცავდა.
“ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ბაზაზე ტრენინგის საშუალება მეძლევა. მილანელო – ჩემი სახლია”, – აცხადებს კევინ-პრინს ბოატენგი.
“მომწონს აქ ყოფნა. “მილანი” ჩემი გულის საყვარელი კლუბია”.
“კლუბის ხელმძღვანელობას ვთხოვე, ჩემი პატარა სურვილი აეხდინათ და დროებით აქ მევარჯიშა. საბედნიეროდ, ისინი დამთანხმდნენ”.
აღსანიშნავია, რომ “როსონერის” მაისურით გატარებული სამწლიანი კარიერის განმავლობაში, ბოატენგმა სერია ა-ში სულ 74 მატჩის ჩატარება მოასწრო და მეტოქეთა კარი ათჯერ აიღო. ამ გუნდთან ერთად მან იტალიის ჩემპიონატი და იტალიის სუპერ თასი მოიგო.