“ლივერპულმა” ბრენდან როჯერსი გაათავისუფლა
“ლივერპულმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრენდან როჯერსი გაათავისუფლა.
მერსისაიდულმა გუნდმა თავკაცის გათავისუფლების შესახებ განცხადება თანაქალაქელი “ევერტონის” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის (1:1) შემდეგ გაავრცელა.
“ბრენდან როჯერსს გაწეული მუშაობისა და ერთგულებისთვის მადლობას ვუხდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუკეთესო შესაძლებლობაა მოედანზე წარმატებების მისაღწევად. გვინდა, რომ “ლივერპულს” ამბიცია და გამარჯვება დავუბრუნოთ და გვჯერა, ამის მისაღწევად ცვლილება საუკეთესო საშუალებაა. მომავალი მწვრთნელის ძებნა კვლავ მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ ახალ თავკაცს დროულად დავნიშნავთ”, – ნათქვამია “ლივერპულის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსი მერსისაიდულ გუნდს 2012 წლის ზაფხულიდან თავკაცობდა.