ვითამ ვითიბი მარცხიანად დაიწყო
ვითა (საქართველო) – კრასნი ოქტიაბრი (რუსეთი) 67:110
(18:29, 20:30, 15:29, 14:22)
თბილისის ვითა წარუმატებლად დაიწყო ვითიბი ლიგის ტურნირი. ქართველები რუსულ კრასნი ოქტიაბრთან განადგურდნენ. ახალშექმნილი გუნდისთვის ეს მოტივაციას ვერ მოუტანს. გუნდმაც და ხელმძღვანელობამაც მეტი უნდა მოინდომნ, რათა ძლიერ მეტოქეებს კონკურენცია გაუწიონ.
სტუმრებმა პირველი წუთებიდანვე მოიპოვეს დიდი უპირატესობა და მატჩის ბოლომდე აღარ გაუშვიათ. ცხადია, ვოლგოგრადელებმა ყველა კომპონენტში გვაჯობეს საბოლოოდ ვითამ შეხვედრა 67:110 დათმო, გულშემატკივრებს კი სამომავლოდ უკეთესი თამაშის იმედი მაინც ჩაგვისახა.
ჰო, სტუმართა შორის ითამაშა კლუბის პრეზიდენტმა დმიტრი გერასიმენკომ, რომელმაც საკუთარ გუნდს 4 ქულითა და 3 მოხსნით შეეწია.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ეგორ ბოლშაკოვი, კრასნი ოკტიაბრის მთავარი მწვრთნელი:
_ ქართველ გულშემატკივარს სეზონის დაწყებას ვულოცავ. ვითას დრო სჭირდება, ვუსურვებ თქვენ გუნდს განვითარებასა და გაძლიერებას.
პაველ გოოგე, ვითას მთავარი მწვრთნელი:
_ ყველას გილოცავთ საკალათბურთო სეზონის სტარტს, ქულებს კი ჩვენი გუნდი აუცილებლად აიღებს. გრძელი საკალათბურთო მარათონი გველის და ყოველმხრივ შევეცდებით ჩვენ საქომაგოდ მოსულ მაყურებელს მეტი პატივი ვცეთ.