მსაჯი შოტლანდიელ მორაგბეს: “თუ სიმულიანტობა გსურს, ორ კვირაში დაბრუნდი” (ვიდეო)
3 ოქტომბერს, ინგლისში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა შოტლანდია ანგარიშით 34:16 დაამარცხა.
“სენტ-ჯეიმს პარკზე” მიმდინარე შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, მთავარ არბიტრ ნაიჯელ ოუენსს შოტლანდიელი მორაგბის საქციელი არ მოეწონა და მას საინტერესო რამ უთხრა.
“წესების დარღვევა არ ყოფილა. თუ სიმულიანტობა გსურს, აქ ორ კვირაში დაბრუნდი და ითამაშე (ამ სტადიონზე ფეხბურთის მატჩი უნდა ჩატარდეს – ავტ.).”