მილტონ ჰეიგი: ნამიბიასთან საუკეთესო რაგბი უნდა ვაჩვენოთ
ნამიბიასთან მატჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ მეორე დონის გუნდებთან მიახლოვებულია და სარაგბო სამყაროში მეტ პატივისცემას იმსახურებს. ბორჯღალოსნების თავკაცის, მილტონ ჰეიგის თქმით, გუნდი ამისთვის 4 თვე მუხლჩაუხრელად ემზადებოდა.
– განვლილი 4 თვის განმავლობაში ამ ბიჭების თავდაუზოგავი მუშაობა, ვარჯიში, დაღვრილი სისხლი თუ ოფლი ფასს დაკარგავს, თუ ოთხშაბათს ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ჩემი მთავარი ამოცანა საქართველოს ისტორიის შექმნა იყო, მთელი ჩემი ფიქრები და ენერგია ამ მიზნისთვის იხარჯებოდა. ასე რომ, უკანასკნელი შეხვედრა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ნამიბია შეტევისთვის მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, ვიდრე წინა სამმა ოპონენტმა მოგვცა. გვინდა, რომ ამჯერად საუკეთესო რაგბი ვაჩვენოთ მსოფლიოს და არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ შეტევის უნარ-ჩვევებიც კარგად გამოვამჟღავნოთ, – განაცხადა ჰეიგმა.