WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (272240) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

უკეთესი ხარისხის სურვილით

თარიღი: ოქტომბერი 8, 2015

საქართველო – გიბრალტარი 4:0

თბილისი. დინამო არენა

1:0 ვაწაძე (30), 2:0 ოქრიაშვილი (34პ), 3:0 ვაწაძე (45), 4:0 ყაზაიშვილი (87)

საქართველო: რევიშვილი, კაშია, ამისულაშვილი, კანკავა (ფალავანდიშვილი 58), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (ძალამიძე 58), ვაწაძე (ცხადაძე 71), კვეკვესკირი, გრიგალავა, კობახიძე, კაკაბაძე

გიბრალტარი: ჯ.პერესი, ჯ.ჩიპოლინა, რ.კასკიარო, რ.ჩიპოლინა, ლ.კასკიარო (დუარტე 76), კ.კასკიარო (იომე 85), უოლკერი, ჯ.გუსლინგი, კარბერა (ბ.პერესი 46), ბარდონი, გარსია

წინა მატჩებისგან განსხვავებით კახა ცხადაძემ შემადგენლობა გადაახალისა. შემადგენლობაში პირველად გამოჩდნენ მცველი ოთარ კაკაბაძე და ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი. ცხადაძის ხელში ასევე პირველად მოხვდნენ სასტარტო შემადგენლობაში გია გრიგალავა და მათე ვაწაძე.

ცხადაძე დაგპრიდა, გიბრალტართან შემტევი შემადგენლობა იქნებაო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ფორვარდით გამოიხატა, 4 მცველი იდგა და 5 ნახევარმცველი – ასეთი იყო ქართველთა განლაგება, თუმცა კაკაბაძეს მარჯვენა ფლანგი მთლიანად ებარა და დაცვისთვის იშვიათად იცლიდა.

მე–10 წუთზე ყაზაიშვილი მახვილი კუთხიდან დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ კარს ზემოთ დაარტყა.

მე–13 წუთზე სამჯერ შეგვეძლო გოლის გატანა. კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ვაკო ყაზაიშვილი ახლოდან თავით ურტყამდა, ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე უკვე კვეკვესკირი გზავნიდა კარში ბურთს, მაგრამ გზად ერთ–ერთ გიბრალტარელს მოხვდა და კუთხურზე გავიდა, რომლის ჩაწოდების შემდეგ მეკარე შეცდა გამოსვლაზე, მაგრამ სანდო კობახიძემ დაუცველ კარში არაზუსტად დაარტყა.

მე–18 წუთზე გოლის გატანის შანსი ჰქონდა ვაწაძეს, მაგრანმ მეკარეს ვერ აჯობა.

30 წუთზე კი ვაწაძემ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა და კვეკვესკირის კარგი პასის შემეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა პერესი უშანსოდ დატოვა.

34–ე წუთზე ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ერთ–ერთ გიბრალტარელს ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა ჩანდა რომ საჯარიმოს გარეთ, მაგრამ მსაჯმა პენალტი დანიშნა და ოქრიაშვილმა 11 მეტრიდან ზუსტად დაჰკრა.

38–ე წუთზე საქმეში ჩართვა ნუკრი რევიშვილსაც მოუწია, როდესაც უოლკერის დარტმული ბურთის მოგერიება მოუხდა.

44–ე წუთზე კვეკვესკირის დარტყმული ბურთი მეკარემ კუთხურზე გადააგდო, მის გათამაშებას, კობახიძის ჩაწოდება, ვაწაძის გოლი და მსაჯის სასტვენი მოჰყვა.

მეორე ტაიმი დაბალ ტემპში დაიწყო და საინტერესო არაფერი მომხდარა. შემდეგ ცხადაძემ ორმაგ ცვლილებას მიმართა და მოედანზე კიდევ ერთუ დებიუტანტი, გუგა ფალავანდიშვილი შეუშვა კანკავას ნაცვლად, რომლის სამკავური ამისულაშვილმა გადაიბარა, ხოლო ოქრიაშვილი ნიკა ძალამიძემ შეცვალა.

მატჩი მაინც უინტერესოდ გაგრძელდა, ჩვენები ბურთს დიდხანს აკონტროლებნენ და ხიფათის შექმნაზე არც კი ფიქრობდნენ, რამაც მაყურებელში გულისწყრომა გამოიწვია.

ერთ მომენტში აფექთდა ნაკრები და ვაწაძეს ორჯერ აუღო მეკარემ. ალბათ ამან „გააბრაზა“ ცხადაძე და მის ნაცვლად ბაჩანა ცხადაძე შეუშვა. ჩვენი თამაშის ხარსხი ვერ ამან გამოასწორა.

ასე გაგრძელდა 87–ე წუთამდე _ ყაზაიშვილმა ბურთი საკუთარ ნახევარზე მოიხელთა, საჯარიმოს ხაზამდე ირბინა და ზუსტად დაჰკრა – 4:0.

ბოლოს უოლკერმა დაჰკრა შორიდან და რევიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მატჩიც ასე მორჩა, მაგრამ გიბრალტართან უკეთესი ხარისხის სურვილი გვქონდა.



მსგავსი სიახლეები