ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წონის ლიდერია
მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ ლას ვეგასში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის მიხედვით მსოფლიოს ახალი რეიტინგ ლისტი გამოქვეყნა.
როგორც მოგეხსენებათ, 57 კგ-ში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და რეიტინგ ლისტშიც ეს ადგილი აქვს. აქამდე ქართველი მოჭიდავე მე8 პოზიციაზე იყო.
ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (125) რომელმაც მსოფლიოს ჩემპონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რეიტინგში მე-3 ადგილზეა. მე-4 ადგილზეა მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთი ქართველი ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86), ევროპის თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ბექა ლომთაძემ (61) მე-4 ადგილიდან მე-8-ზე გადაინაცვლა. ავთანდილ კენჭაძე (65) და დავით ტლაშაძე (70) მე-10 ადგილს იკავებენ. ევროპის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ჯაბა ყველაშვილი (74) მე-8 ადგილზეა. ევროპის თამაშების ვერცხლის მფლობელი ელიზბარ ოდიკაძე (97) კი რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს.