შოტლანდია მეოთხედფინალში წვალებით გავიდა
შოტლანდია – სამოა 36:33
სასწაული თამაში გამოდგა. სამოა უხვქულიან პირველ ტაიმში სულ უგებდა მეტოქეს. მე–13 წუთზე ანგარიში უკვე 15:10 იყო კუნძულელთა სასარგებლოდ. გადამწყვეტი გამოდგა პირველ ტაიმში ჰარდის ლელო, რომელიც სქოტებმა უმცირესობაში გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ პისის ჯარიმის შემდეგ სამოამ ტაიმი 26:23 მოიგო.
მეორე ტაიმის თითქმის შოტლანდიელთა უპირატესობით წარიმართა. ბოლო წუთებამდე სულ ისინი უტვედნენ, რამდენიმე ხელსაყრელ ჯარიმაზეც თქვეს უარი, მაგრამ ლელო რომ ვერა გაიტანეს, უკვე კარში დარტყმები გადაწყვიტეს და ლედლოუს 2 ჯარიმის შემდეგ 29:26 დაწინაურდნენ.
შემდეგ იყო ლეიოდლუუს ლელო და გარდასახვა და 74–ე წუთზე ანგარიში 36:23 გახდა. თითქოს მატჩიც არ მორჩა, მაგრამ სამოა არ გატყდა და 3 წუთით ადრე ისევ სამ ქულამდე დაიყვანა სხვაობა. კუნძულელები ბოლო შეტევაზე გაიწივნენ, მაგრამ შეტევაში ბურთი წინ გადაუვარდათ, შოტლანდიამ კი დარჩენილი წამები მშვიდად მიიყვანა მოგებამდე და შემდეგ ეტაპზე რის ვაი–ვაგლახით გავიდა.