გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ „არსენალი“ პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ადგილს დაიკავებს
ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურ საიტზე გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც გულშემატკივრებს ამჟამინდელი ხუთეულიდან ის კლუბი უნდა დაესახელებინათ, რომელიც, მათი აზრით, სეზონის ბოლოს ყველაზე მაღალ ადგილს დაიკავებს. უმეტესობის აზრით, ყველაზე მაღალ პოზიციას ამ კლუბებს შორის „არსენალი“ დაიკავებს. „მეთოფეებს“ ხმა 38%-მა მისცა. 4%-თ ლონდონელებს „მანჩესტერ სიტი“ ჩამორჩა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩემპიონობას კი 21% ვარაუდობს.
ცნობისთივს, რვა ტურის შემდეგ პრემიერლიგას 18 ქულით „სიტი“ ლიდერობს, ხოლო „არსენალი“ მე-2 საფეხურზე მყოფი „არსენალი“ მანჩესტერულ კლუბს 2 ქულით ჩამორჩება.