კონტემ თავის მომავალზე ისაუბრა
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავის მომავალზე ისაუბრა. სათქმელია, რომ ბოლო დროს მის სახელს „რომას“ უკავშირებენ.
„ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მომავალში არაფერია გამორიცხული. „რომა“? რომი ჩინებული ქალაქია. „ჯალორისის“ ფანებმა სიმშვიდე უდნა შეინარჩუნონ. გარსია ჩინებული მწვრთნელია, მას დიდ პატივს ვცემ“, – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი კონტეს 2016 წლამდე აკავშირებს. დღეს ევროპულ პრესაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მასთან თანამშრომლობა „ჩელსისა“ და პსჟ-ს სურთ.