ლეგიონერები სანაკრებოდ ემზადებიან
სანაკრებო პაუზის წინ ბოლო მატჩებს მართავენ უცხოეთში მოთამაშე ქართველი ხელბურთელები. რუმინეთში სამივე ქართველის კლუბი მოწინავე ექვსეულშია.
ვლადიმერ რუსიას ოდორჰეიმ შინ, 23-19 მოუგო შოთა თევზაძის რეშიცას. რუსიას კარგა ხანია, ოჯახური პრობლემა აქვს და ბოლო დროს მხოლოდ საშინაო მატჩებში თამაშობს, ამ მატჩში კი 2 გოლი გაიტანა. ქართველი მეკარის კლუბმა, რეშიცამ მეორე მატჩიც წააგო, შინ ბუქარესტთან 23-27, თუმცა, კარგი სტარტის გამო, დადებითი ბალანსი აქვს და მეექვსე ადგილზეა 16 ქულით (5 მოგება, ფრე, 3 წაგება).
მკვეთრად მოუმატა ტიმიშოარას პოლიტექნიკამ, რომელმაც ბოლო ორი მატჩი მოიგო. ჯერ შინ უნივერსიტატია გალაცი 41-21 დაამარცხა, შემდეგ სტუმრად 29:24 მოუგოკელერაშს. პოლიტექნიკა 9 მატჩიდან 6 მოგებით (18 ქულა) მეოთხე ადგილზეა. ქართველმა შუამარბმა, ირაკლი ჩიქოვანმა პირველ მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო მეორეში 7 გატანილი ბურთით საუკეთესო იყო.
9 თამაშიდან 24 ქულით პირველ ადგილზეა ბუქარესტი, რომელსაც შეიძლება დაეწიოს ოდორჰეი, რომელსაც 8 მატჩში 21 ქულა აქვს.
თურქეთის ჩემპიონატში ტრაბზონ აქჩაბათი ბურსაში დამარცხდა ნილუფერთან და 4 მატჩიდან 1 მოგება აქვს. ნელ-ნელა შედის ფორმაში რატი მსხვილიძე, რომელმაც ბოლო მატჩში 7 გოლი გაიტანა.
სეჰა-ლიგაზე არ უთამაშია რევაზ ჭანტურიას სტრუმიცას. მაკედონიის ჩემპიონს 16-17 ოქტომბერს EHF თასის საკვალიფიკაციო რაუნდის 2 მატჩი აქვს ისლანდიაში, ჰაუკართან.
ბოლო დროს არ თამაშობს სერგო დათუკაშვილი. მისმა კლუბმა, ვოივოდინამ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად დაამარცხა ტატრან პრეშოვი, 27-19, თუმცა, იმავე გუნდთან წააგო სეჰა-ლიგაში – 20-31.