სტერლინგი: „ეს ჩემი „მანჩესტერ სიტიში“ საუკეთესო მატჩი იყო“
„მანჩესტერ სიტის“ შემტევმა ნახევარმცველმა რაჰიმ სტერლინგმა „ბორნმუთთან“ ანგარიშთ 5:1 მოგებული მატჩი შეაფასა.
„ამ მომენტისთვის ეს ჩემი „სიტიში“ საუკეთესო მატჩი იყო.
შანსები მქონდა და ისინი გამოვიყენე, რის გამოც ბედნიერი ვარ. ცენტრის კარგად გვეხმარებოდა, სწორედ ამიტომ ბოლო რამდენიმე შეხვედრაში ადვილად ვმოქმედებთ.
ყველაფრის მიუხედავად, განვლილი თამაში უნდა დავიწყოთ და „სევილიასთან“ ჩემპიონთა ლიგს მოახლოებულ მატჩზე ვიფიქროთ. გარდა ამისა, სულ მალე ჩემპიონატში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაპირისპირება გვიწევს“, – განაცხადა სტერლინგმა.