ანჩელოტი: „ინტერში“ არასდროს ვიმუშავებ“
იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ „მილანის“ წარმომადგენლებთან გასულ ზაფხულს კონტრაქტზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „როსონერის“ პრინციპული მეტოქეების რიგებში სამუშაოდ არასდროს წავა.
„ინტერს“ არასდროს ვუთავკაცებ, რადგან „მილანში“ იმდენი წელი ვიმუშავე, რომ ეს კლუბის ისტორიის საკითხს ეხება. არსებობენ კლუბები, რომელთა სტრუქტურაში მუშაობას უნდა მოვერიდო. ეს ჩემი პრინციპისა და პირადი ისტორიის ამბბავია.
როდესაც „რეალი“ დავტოვე, გალიანისთან კონტაქტი მქონდა. ერთმანეთს მადრიდში შევხვდით, თუმცა ზურგის ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, რის შემდეგაც კიდევ ოთხი თვის განმავლობაში დამატებით კურსი გამევლო. ამიტომ, 100%-თ ვერ ვიმუშავებდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციაში ცოტა გული დამწყდა, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომელსაც „მილანი“ დაეთანხმა“, – განაცხადა ანჩელოტიმ.
ცნობისთვის, ბოლო დროს ანჩელოტის სახელს მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირებენ.