მიჰაილოვიჩს სიტუაციის გამოსასწორებლად ორი საშინაო მატჩი ეძლევა
არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში სერბი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ.
Corriere dello sport-ის ინფორმაციით, “მილანის” ხელმძღვანელობამ სინიშა მიჰაილოვიჩს არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად მომდევნო ორი საშინაო მატჩი მისცა, რის შემდეგაც გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა მუშაობას “როსონერის” მთავარი მწვრთნელი თავის ამჟამინდელ პოსტზე.
მოგეხსენებათ, “მილანმა” ახალი სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო. რვა მატჩის შემდეგ ისინი მე-13 პოზიციას ათი ქულით იკავებენ.
ეს შედეგები განსაკუთრებით უფრო კრიტიკულად გამოიყურება კლუბის საზაფხულო სატრანსფერო კამპანიის ფონზე. როგორც იცით, გასულ ზაფხულს “როსონერიმ” ანდრეა ბერტოლაჩი და ალესიო რომანიოლი 20 და 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. აგრეთვე, კარლოს ბაკას სანაცვლოდ “სევილიას” 30 მილიონი გადაუხადეს.