იერო: „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი“
გამთენიისას თბილისში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ მოწვევით მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ფერნანდო იერო ჩამოვიდა. ხვალ იერო ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე „საბურთალოს“ შეხვედრას დაესწრება, მანამდე კი მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში „საბურთალოს“ მოწვევით ჩემს მეგობრებთან ჩამოვედი. მე და კლუბის გენერალური დირექტორი რამდენიმე კვირის წინ მადრიდში შევხვდით, სადაც საინტერესო საუბარი შედგა. გავეცნობი კლუბის ხედვას, რა გეგმები აქვთ მომავალში და როგორ აპირებენ განვითარებას, შევხვდები აკადემიის ხელმძღვანელს. დავესწრები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს თბილისური კლუბის მონაწილეობით. მექნება სხვა და სხვა საინტერესო შეხვედრები. ვფიქრობ, ამ ორ დღეს ნაყოფიერად გამოვიყენებთ”, – ციტირებს იეროს „საბურთალოს“ ოფიციალური გვერდი.