ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ბრენდები
ამერიკულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ბრენდების სია გამოაქვეყნა. პირველი ადგილი ბეისბოლის კლუბმა “ნიუ იორკ იანკიზმა” დაიკავა, მეორე პოზიციაზე საკალათბურთო კლუბი “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” გავიდა, ხოლო მესამე ამერიკული ფეხბურთის კლუბი “დალას კოვბოიზი” აღმოჩნდა.
ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო ბრენდად მადრიდის “რეალი” იქნა აღიარებული, რომელიც სიაში მეხუთე პოზიციას იკავებს.
ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ ბრენდთა ათეული ასე გამოიყურება:
1. “ნიუ იორკ იანკიზი” (აშშ, ბეისბოლი) – 661 მილიონი დოლარი
2. “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” (აშშ, კალათბურთი) – 521
3. “დალას კოვბოიზი” (აშშ, ამერიკული ფეხბურთი) – 497
4. “ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი” (აშშ, ამერიკული ფეხბურთი) – 465
5. “რეალი” (ესპანეთი, ფეხბურთი) – 464
6. “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი, ფეხბურთი) – 446
7. “ბარსელონა” (ესპანეთი, ფეხბურთი) – 437
8. “ბაიერნი” (გერმანია, ფეხბურთი) – 375
9. “ლოს ანჯელეს დოჯერსი” (აშშ, ბეისბოლი) – 373
10. “ნიუ იორკ ნიქსი” (აშშ, კალათბურთი) – 361