ტოტი კარიერის დასრულების შემდეგ „რომაში“ იმუშავებს
როგორც Football-Italia იტყობინება „რომას“ 39 წლის კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მომავალში „ჯალოროსის“ სტრუქტურაში იმუშავებს. ამის შესახებ რომაული კლუბის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
მართალია, ჯერ უცნობია, თუ კონკრეტულად რა პოზიციაზე იმუშავებს ტოტი.
დიდი ალბათობით, „იმპერატორი“ კარიერას მიმდინარე სეზონის შემდეგ დაასრულებს.