WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (274328) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

„დინამო“ 1/4 ფინალშია, „დილა“ გათამაშებას გამოეთიშა

თარიღი: ოქტომბერი 27, 2015

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩები გაიმართა.

ლანჩხუთში ფოთის „კოლხეთი“ თასის მოქმედ მფლობელ თბილისის „დინამოს“ შეხვდა და, პირველი შეხვედრის მსგავსად, დღესაც ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ფოთელთა კარში მე-12 წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

„კოლხეთი“ – „დინამო“ 0:1 (0:2 ორი მატჩის ჯამში)
გოლი: ქვილითაია 12′
გაფრთხილება: გურული 28′

ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე, „ზუგდიდმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა. გორში პირველი მატჩი, ზუგდიდელთა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. დღევანდელ შეხვედრაში „დილამ“ მეტოქეს ასევე მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა. მატჩი ანგარიშით 0:1 დამთავრდა – 32-ე წუთზე „ზუგდიდის“ კარი გიორგი ერისთავმა დაამწუხრა. აქედან გამომდინარე, უჩა სოსიაშვილის გუნდი თასის გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობა.

„ზუგდიდი“ – „დილა“ 0:1 (2:2)
გოლი: ერისთავი 32′
გაფრთხილებები: თუთბერიძე 26′, ნარმანია 30′

სხვა მატჩების შედეგები:

„ტორპედო“ – „ჭიათურა 6:1 (7:1 ორი მატჩს ჯამში)
„ცხინვალი“ – „შუქურა“ 1:1 (2:4)
„ლიახვი“ – „სამტრედია“ 1:4 (1:7)
„დინამო ბათუმი“ – „ვიტ ჯორჯია“ 0:1 (2:4)
„სიონი“ – „გურია“ 1:1 (3:1)



მსგავსი სიახლეები