ჩავი: „რუნის პლეიმეიკერად თამაშიც შეუძლია“
„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანესმა განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ უეინ რუნის პლეიმეიკერის პოზიციაზე სათამაშოდ ყველა საჭირო თვისება გააჩნია.
„უეინ რუნი ის ფეხბურთელია, რომლითაც წლების განმავლობაში აღფრთოვანებული ვარ. ის ექსტრაორდინალური მოთამაშეა, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები გააჩნია. დარწმუნებული ვარ, მოედანზე მას კვლავ ბევრის გაკეთება შეუძლია, თუმცა, შესაძლოა, რუნის ადაპტაცია მოუწიოს. დგება ასაკი, როდესაც ისე ვეღარ თამაშობ, როგორც ადრე, ვერ ახერხებ ჩვეული დისტანციის დაფარვას. ჭკვიანი მოთამაშეები ახალ გარემოსთან შეგუებას ცდილობენ, რუნი კი არაჩვეულებრივი საფეხბურთო ინტელექტის პატრონია.
გამორიცხული არ არის, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ წინ რომელიმე სხვა ფეხბურთელი ათამაშოს, რუნი კი უკან დაწიოს. პლეიმეიკერის პოზიციაზე ის ასევე სახიფათოა. უეინს მოედნის კარგი ხედვა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ რუნი ამ პოზიციას შეეჩვევა, კიდევ 5-6 მაღალი დონის სეზონის ჩატარებას მოახერხებს“, – ციტირებს ჩავის Goal.com-ი.