იბრაჰიმოვიჩი ბექჰემის გუნდში?
არაა გამორიცხული, შვედმა თავდამსხმელმა კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელოს.
მოგეხსენებათ, დევიდ ბექჰემი ახალშექმნილი გუნდის, “მაიამის” ერთ-ერთი მფლობელია. ამ გუნდს აშშ-ს ჩემპიონატში დებიუტი 2016 წელს ექნება.
მედიაში დაიწყო ინფორმაციის გავრცელება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ინგლისელმა ლეგენდამ “მაიამიში” ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიწვიოს. ამ უკანასკნელის მიმდინარე კონტრაქტი “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობასთან მომავალ ზაფხულს იწურება. ასევე, ცნობილია, რომ მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ.
თავად შვედი ფორვარდი MLS-ში თამაშის წინააღმდეგი არაა. ამერიკაში გადაბარგების ვარიანტს არც მისი აგენტი მინო რაიოლა გამორიცხავს.
შეგახსენებთ, ბექჰემი და იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთა შემადგენლობაში ერთად 2013 წელს ირიცხებოდნენ.