დე ვრეი ოპერაციას გაიკეთებს?
როგორც ცნობილია, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.
მოგეხსენებათ, თითქმის მთელი წელია, რაც სტეფან დე ვრეის მუხლის ტრავმა აწუხებს.
ერთ-ერთი იტალიური სატელევიზიო პროგრამის ინფორმაციით, 23 წლის ჰოლანდიელ მცველს მომავალი კვირის ბოლოს ოპერაცია ჩაუტარდება.
“ლაციოს” სამედიცინო პერსონალს არ სურს, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე შეუქმნას. მათი აზრით, საუკეთესო ვარიანტი ოპერაციის გაკეთებაა. თუმცა, ქირურგიული ჩარევის შემდეგ აღდგენით პროცესებს დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდება.
ამავე დროს, გამოცემა Corriere dello Sport იტყობინება, რომ დე ვრეი ოპერაციის ჩატარებას უკვე დათანხმდა, ახლა კი გასარკვევი მხოლოდ ისღა დარჩა, თუ სად მოხდება ეს ყველაფერი.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში დე ვრეიმ მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო.