‘ლელო სარასენსის’ პატარა მორაგბეების წარმატება საფრანგეთში
ვირას, პირველ ნოემბერს, საფრანგეთის სამხრეთის საკურორტო ქალაქ ანტიბში ადგილობრივი კლუბის, ‘ანტიბ სოფია ანტიპოლისის’ (RCASA) ორგანიზებით გაიმართა რაგბის საბავშვო საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ადგილობრივი კლუბების 6, 8, 10 და 12 წლამდე გუნდებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ‘ლელო-სარასენსის’ 2006 და 2007 წელს დაბადებულმა მორაგბეებმა.
2006-იანმა ლელოელებმა თავიანთ ჩათვლაში გაიმარჯვეს, ხოლო 2007-იანები მეორეზე გავიდნენ.
ლელო სარასენსის პატარა მორაგბეები საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონები გახდნენ<<< პრეს-რელიზი >>>29 ოქტომბერს, საფრანგეთ…
Posted by ლელო სარასენს თბილისი/Lelo Saracens Tbilisi Rugby on Monday, 2 November 2015
პატარა ლელოელების მხარდასაჭერად ტურნირს დაესწრენენ ბორჯღალოსნები ლევან ჩილაჩავა, ლაშა ლომიძე და რევაზ ბელქანია, რომელთა ყოფნამ არა მარტო ქართველ პატარა მორაგბეებს არამედ, ტურნირში მონაწილე ყველა ბავშვს დიდი სტიმული მისცა.
„ვამაყობთ ჩვენი პატარებით, ყველა მადლობას გვიხდიდა ასეთი ბავშვების აღზრდისათვის. კარგი თამაში ვაჩვენეთ. ფინალში ყველა ‘ჯორჯიას’ ყვიროდა, ფრანგებიც კი. მადლობა ყველას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის!“ – აცხადებენ ლელო სარასენსის ასაკობრივი გუნდის მწვრთელები სანდრო ქოიავა , გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ხორბალაძე და ერეკლე კამლაძე.
პატარა ლელოელები საქართველოში 4 ნოემბერს დაბრუნდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის სახელით ვულოცავთ ლელო სარასენსის მომავალ თაობას, მწვრთნელებს და მთლიანად კლუბს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ თამაშებში.
Rugby.GE