ვან გაალი კმაყოფილია
„მანჩესტერ იუანიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მოსკოვის ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა უეინ რუნის გოლით 1:0 მოიგო.
„ყველამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი ფეხბურთი იხილა, რომელიც ძალიან კარგად ორგანიზებულ გუნდთან ვითამაშეთ. ბურთს 89 წუთი გაკონტროლებდით. კონცენტრაცია მხოლოდ ერთ წუთში დავკარგეთ, რის გამოც, შეგვეძო, წაგვეგო. დუმბიას მომენტი იქამდე ჰქონდა, სანამ გავიტანდით. ამის მიუეხედავად, გამარჯვება დავიმსახურეთ.
დიახ, ახლა სიამაყის გრძნობა დამეულფა. საუკეთესო წლებშიც რუსული კლუბები „იუნაიტედს“ გასვლაზე ვერ ამარცხებდნენ. ბევრს ჰგონია, რომ ეს ადვილია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამას რუსულ კლუბებთან წინა შეხვედრების შედეგებიც ადასტურებენ.
არამხოლოდ რუნის, არამედ ყველა ჩემს მოთამაშეს ვიცავ, უბრალოდ, უეინი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მიხარია, რადგან ის ცენტრფორვარდის პოზიციაზე ვათამაშე და ამ გადაწყვეტილებამ შედეგი გამოიღო. გუნდის გამოსვლითა და მატჩის შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, ჯგუფს ვლიდერობთ“, – განაცხადა ფეხბურთს ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.