ობამეიანგი: “ესპანეთში თამაშზე ვოცნებობ”
გაბონელი თავდამსხმელი თავის მომავალთან დაკავშირებით საუბრობს.
“მართალია, დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობასთან 2020 წლამდე გავახანგრძლივე, მაგრამ ესპანეთში თამაში მაინც ჩემ ოცნებად რჩება”, – აცხადებს პიერ-ემერიკ ობამეიანგი.
“ერთი წლის წინ ბაბუაჩემი გარდაიცვალა, რომელსაც პირობა მივეცი, რომ ლა ლიგაში ვითამაშებდი. ის მადრიდის “რეალის” დიდი გულშემატკივარი იყო”.
“თითოეული ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ მე უბრალო სპორტსმენი ვარ, ცდება. ნამდვილად მაქვს იმის ამბიცია, რომ ვიყო ერთ-ერთი საუკეთესო”, – დაასრულა აფრიკელმა.