ყინული დაიძრა
მსოფლიო თასი დასრულდა, თუმცა არც ახლა წყდება საუბრები თეორიებზე და შესაძლებობებზე თუ, როგორ უნდა გაიზარდოს მეორე დონის ქვეყნებისთვის მატჩების ოდენობა პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ. ან ექვსი ერი გავზარდოთო, არა ერთ გამოცემას თუ სპეციალისტს, მათ შორის ინგლისის ყოფილ მწვრთნელს, სერ ქლაივ ვუდვორთსა (სტატია) და რაგბი ევროპის პრეზიდენტ ოქტავიან მორაირუსაც უთქვამთ(სტატია).
თუმცა ამ მხრივ პირველი ნაბიჯი, თუნდაც სურვილის გამოთქმით, უელსელთა ახალზელანდიელმა მწვრთნელმა – უორენ გეთლენდმა ‘საუს უეილზ არგაზსთან’ მიცემულ ინტერვიუში გამოხატა. წყარო
ნოემბერში მილენიუმზე?
“გასული მსოფლიო თასის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი, რა თქმა უნდა, იმით იყო იაპონიამ, რომ სამხრეთ აფრიკა დაამარცხა, ასევე საქართველომ ტონგას, რომ მოუგო.
“ამავდროულად კი ზოგიერთი პირველი დონის გუნდი მეორე თავისნაირს თამაშში 40 ქულასაც უპირისპირებდა. ნაპრალი პირველსა და მეორე დონის ქვეყნებს შორის სულ უფრო მცირდება. მათ მოსამზადებლად უფრო მეტი დრო და საშუალება ეძლევათ და მათი მოთამაშეები ევროპის წამყვან დივიზიონებში ასპარეზობენ.
“წინა კვირას უელსის რაგბის კავშირში გახლდით შეხვედრაზე, სადაც მკითხეს თუ რას ვფიქრობდი უელსმა შემოდგომის ტესტებზე მეორე დონის ნაკრებები, რომ მიიღოს. ჩემი პასუხი გახლდათ “დიახ”! რადგან მათი თამაშის დონის განვითარება ნაწილობრივ ჩვენს მოვალეობასაც წარმოადგენს.
“რეალურად ახალ ზელანდია მეორე დონის ქვეყნებს მხოლოდ მსოფლიო თასზე ეთამაშება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიფიქროთ ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა და არა მხოლოდ მათზე ვისაც მეტი ფულის მოტანა შეუძლია”
Rugby.GE