„ლოკომოტივმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო
საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-11 ტური თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყო, სადაც „ლოკომოტივმა“ აუტსაიდერი „ზუგდიდი“ მიიღო.
ბოლო დროს „ლოკომოტივმა“ თავისი სატურნირო მდგომარეობა გამოასწორა – „კოლხეთთან“ ანგარიშით 1:4 ამარცხის შემდეგ „რკინიგზელებმა“ ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგეს. მოგება სარაგოსას გუნდს არც დღესაც გაუჭირდა – შეხვედრა „ლოკოს“ გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
შეხვედრის დებიუტი საინტერესო მომენტებით არ გამორჩეულა. მე-15 წუთზე დიასამიძის შორეული დარტყმა მეკარე ჯომიდავამ წყნარად აიღო. ორ წუთში თამაშში ამჯერად მასპინძელთა მეკარე მიქავა ჩაერთო, რომელმაც ცოტნე სამუშიას დარტყმული მოიგერია, დანიშნული კუთხური ზუგდიდელებმა სწრაფად გაითამაშეს, მაგრამ ხიფათი ამ გათამაშებას არ მოჰყოლია.
21-ე წუთზე ქანთარიამ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო და მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:0.
22-ე წუთზე „ლოკომოტივს“ ანგარიშის გაზრდა შეეძლო – ხიდეშელის თავური ჯომიდავამ მოიგერია. ორ წუთში მომენტი „ზუგდიდსაც“ შეექმნა, წურწუმია მარჯვნიდან ცენტრისკენ გადავიდა და საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა.
37-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან ქანთარიას წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა ხიშედელმა ზუსტად შეასრულა – 2:0. შესვენების წინ „ლოკომოტივმა“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.
მეორე ნახევრის პირველივე წუთზე ბესიკ შეროზიამ ცვლილება გამოიყენა, სამუშიას ნაცვლად მოედანზე თუთბერიძე გამოვიდა.
სათქმელია, რომ მეორე ტაიმი ზუგდიდელებმა, შედარებით, აქტიურად დაიწყეს. 49-ე წუთზე წურწუმიას მარცხენა ფლანგიდან პასის შემდეგ ქანთარიამ სახიფათოდ და არაზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ სტუმრები მასპინძელთა კარს კიდევ რამდენიმეჯერ დაემუქრნენ, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
81-ე წუთზე კიკნაძე მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შევიდა – ჯომიდავამ ბურთი კუთხურზე მოიგერია, რომელსაც კიდევ ერთი დარტყმა მოჰყვა – ამჯერად ბურთი ძელს ხვდება.
85-ე წუთზე ჩიხლაძემ საჯარიმოში გავაშელიშვილი პასით მოამარაგა, ეს უკანასკვნელი კი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დარტყმა არ გაუჭირდა – 3:0. 90-ე წუთზე „ლოკომოტივს“ კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მაკერემ კვლავ ივარგა.
საბოლოოდ, 3:0 და „ლოკომოტივმა“ ზედიზედ მესამე მოგებით, მინიმუმ ხვალამდე, 13 ქულით მერვე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება „ზუგდიდს“, შეროზიას გუნდი 5 ქულით ბოლოსწინა ადგილზე დარჩა.
„ლოკომოტივი“ – „ზუგდიდი“ 3:0
გოლები: ქანთარია 21′, ხიდეშელი 37′, გაბაშელიშვილი 85′
„ლოკომოტივი“: მიქავა, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ჩიხლაძე, დიასამიძე (ღვინაშვილი 79′), ართმელაძე, ხიდეშელი, თექთურმანიძე (კიკნაძე 61), ქანთარია (გავაშელიშვილი 72′), სულთანიშვილი, ბენაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
„ზუგდიდი“: ჯომიდავა, ქანთარია, ნარმანია, მალანია, ჯავახიშვილი, წყაროზია, ტყემალაძე (ქიფია 65′), წურწუმია, ლაშხია, სამუშია (თუთბერიძე 46′), გულია (ჩანგელია 77′).
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: ტყემალაძე 58′