რაგბი ჩვენი თამაშია
დასრულდა რაგბის ისტორიაში ყველაზე სანახაობრივი მსოფლიო თასი, ტურნირი, რომელიც გამორჩეული იყო დაძაბული მატჩებით, უკომპრომისო ორთაბრძოლებით და მეორე დონის ქვეყნების საუცხოოდ გაუმჯობესებული თამაშით. ბევრმა სპეციალისტმა და ჟურნალისტმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ სხვაობა პირველსა და მეორე დონის ქვეყნებს შორის სულ უფრო მცირდება და ნელ-ნელა პირობითად იქცევა.
პირველივე დღეს ფიჯიმ ინგლისს საუცხოო წინააღმდეგობა გაუწია. მეორე დღის ბოლო მატჩში კი იაპონიამ სარაგბო სამყაროს დიდი სენსაცია შესთავაზა – აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ ‘მამაცი ალუბლები მრისხანე სამხრეთ აფრიკელ ‘ქურციკებს’ დაამარცხებდნენ. ხოლო ორიოდ საათით ადრე კი პირველი სენსაცია სარაგბო სამყაროს ბორჯღალოსნებმა შესთავაზეს, როდესაც ობიექტურად უფრო ძლიერ ტონგას სძლიეს და მიზნის მისაღწევად პირველი ნაბიჯი გადადგეს. შემდეგ საბოლოოდ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს – ნამიბიის დამარცხებითაც, ჯგუფში ორი მოგება დააგროვეს, მესამე ადგილი დაიკავეს, რითაც 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად გავიდნენ. შუალედში იყო თამაში არგენტინასთან, როდესაც შესანიშნავი პირველი ტაიმის მერე, ბევრად ძლიერ მეტოქესთან შედარებით დიდი სხვაობით დავთმეთ შეხვედრა და იყო მატჩი მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან ‘ოლ ბლექსთან’, რომლის შემდეგ ყველას პირზე ზელანდიის გამარჯვება კი არა, არამედ ბორჯღალოსნების საუცხოო თამაში „ეკერა“.
გთავაზობთ ბორჯღალოსნების ოფიციალურ ტრიბუტ ვიდეოს
მონტაჟი: ლაშა ლორთქიფანიძე/საქართველოს რაგბის კავშირი
Rugby.GE