„ვითა“ ისევ შერცხვა
დღეს თბილისის „ვითამ“ ვითიბი ლიგის გათამაშების მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა, რომელშიც ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ყაზანის „უნიკსი“ მიიღო. შეხვედრა სტუმართა 22-ქულიანი გამარჯვებით, 104:76 დასრულდა.
სოლიდური უპირატესობა სტუმრებმა უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ მოიპოვეს, რომელიც 26:13 მოიგეს. მეორე მეოთხედში „ვითამ“ სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა – დიდი შესვენების წინ სტუმრები ანგარიშით 46:35 იგებდნენ.
მესამე მეოთხედი „ვითამ“ კარგად ჩაატარა და იმდენი მოახერხა, რომ სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა. საბოლოოდ, ბოლო მეოთხედის წინ „უნიკსი“ 5 ქულით იგებდა. გადამწყვეტ მეოთხედში კი სტუმრებმა 36 ქულა დააგროვეს, მაშინ, როდესაც „ვითამ“ მხოლოდ 14 მიითვალა.
საბოლოოდ, 76:104 და „ვითა“ ამჯერად 22 ქულით დამარცხდა.
თბილისელთა რიგებიდან დარიუს კარტერი გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. „უნიკსიდან“ 36 ქულით კეით ლანგფორდი გამოირჩა.
შემდეგ მატჩს „ვითა“ 15 ნოემბერს გასვლაზე „ენისეისთან“ ჩაატარებს.
„ვითა“ – „უნიკსი“ 76:104 (13:26, 22:20, 27:22, 14:36)
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები: