რაული : „ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს“
მადრიდის “რეალის” ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ, რომელიც ამჟამად კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს და “ნიუ იორკ კოსმოსის” ღირსებას იცავს, FIFA.COM-თან ინტერვიუში აღნიშნა რომ, ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს საფეხბურთო კუთხით და სათამაშო დონე დღითი-დღე უმჯობესდება.
– ლა ლიგისა და ბუნდესლიგის შემდეგ, “ნიუ იორკ კოსმოსთან” კონტრაქტის გაფორმება რამ გადაგაწყვეტინათ?
– მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ამერიკაში კარიერის გაგრძელება, პირველ რიგში არის ფეხბურთის სიყვარული და “ნიუ-იორკ კოსმოსის” მიმზიდველი პროექტი. ვთვლი, რომ ფეხბურთი ამერიკაში დღიდი-დღე ვითარდება, ჩემი ცოდნით და გამოცდილებით კი შევეცდები ხელი შევუწყო პროგრესს.
– აქტიური საფეხბურთო ცხოვრების სამწვრთნელო საქმიანობაზე გაცვლას ხომ არ აპირებთ?
– ფეხბურთი ჩემი ვნებაა და ახლა ჩემი ფიზიკური კონდიციები მაძლევს საშუალებას, რომ აქტიურად ვითამაშო ფეხბურთი. ადრე თუ გვიან მწვრთნელობას მივყობ ხელს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი მდიდარი საფეხბურთო გამოცდილება ახალგაზრდა მოთამაშეებს გავუზიარო. ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მასზე უკეთ არაფერი მესმის და ვფიქრობ, ჩემი ცოდნა ბევრ მოთამაშესაც სასიკეთოდ გამოადგება.
– “ნიუ-იორკ კოსმოსში” 7-ნომრიანი მაისური უკვე დაკავებული იყო და მისმა მფლობელმა ის უყოყმანოდ გადმოგცათ…
– “რეალში” მქონდა პატივი მეტარებინა 7-ნომრიანი მაისური, “შალკეში” და ყატარში გადასვლისას ტრადიცია გავაგრძელე. ნიუ-იორკში გადმოსვლისას გარსიამ უყოყმანოდ დამითმო მაისური, ამას კი ძალიან ვაფასებ.