მსოფლიო რაგბის საბჭოში ცვლილებები განხორციელდა
- მეორე დონის ქვეყნები და დამოუკიდებელი წარმომადგენლები დაემატებიან მსოფლიო რაგბის საბჭოს;
- აღმასრულებელ კომიტეტს დამოუკიდებელი წარმომადგენლები დაემატებიან;
- მართვის ახალი მოდელი 2016 წლის სამბჭოს სხდომის შემდეგ ამუშავდება;
- რეფორმა და კონსულტაციები, რომლებიც გამოიწვია ისტორიაშვი ყველაზე წარმატებულმა მსოფლიო თასმა;
- ახალი რეკორდი – მსოფლიო მასშტაბით მოთამაშეთა ოდენობა 7,2 მილიონით გაიზარდა;
მსოფლიო რაგბის საბჭომ ისტორიული რეფორმა დაამტკიცა საკუთარი მმართველი სტრუქტურების განსავითარებლად, რომლებიც თავის მხრივ შექმნიან დინამიურ გარემოს რაგბის კავშირებისა და რეგიონალური წარმომადგენლობისთვის.
მას შემდეგ, რაც ახალახანს დასრულებული მსოფლიო თასი ყველაზე კონკურენტუნარიან, რეიტინგულ და ყურებად ტურნირად აღიარეს, რაგბმა სრულიად მოულოდნელი ზრდა განიცადა და მოხდა ახალი აუდიტორიის მოზიდვა, რამაც უფრო მეტ ქვეყანაში გამოიწვია ჩართულობა, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად ეს რეფორმა გაზრდის რაგბის კავშირების რაოდენობას ‘მსოფლიო რაგბის’ საბჭოში და მათ ხმის უფლება მიეცემათ.
ეს რეფორმა იმგვარადაა აწყობილია, რომ დინამიური და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილების მიღების გარემო შეიქმნას. რეფორმები დამუშავდა და შეიქმნა ხანგრძლივი პერიოდისა და გარე კონსულტაციების ნიადაგზე, რომელზეც ასევე წევრი კავშირებისა და რეგიონალური წარმომადგენლობების მიერ შეტანილმა უდიდესმა წვლილმა იქონია გავლენა. მსოფლიო რაგბის საბჭოში გასახორციელებელი ცვლილებები შედეგად განხორციელდება:
- საბჭოს მართვის კრიტერიუმების საკითხის გადახედვა; ხმის მიცემის უფლებების გაზრდა, რომელიც იმ კავშირებისთვის, რომლებმაც წინა 2 მსოფლიო თასზე მიიღეს მონაწილეობა და დამატებით იმ კავშირებისთვის, რომლებმაც თამაშის ზრდასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს;
- გარდა ამისა, ექვსივე რეგიონალური ასოციაცია მიიღებს საბჭოში ორი ხმის უფლებას.
გაფართოვდება მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტის ვალდებულებებიც, რათა მივიღოთ უფრო თანამედროვე, დინამიური და მარტივი მართვის სტრუქტურა და დამოუკიდებელი ხმის უზრუნველყოფა, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელი დირექტორების დანიშვნის საფუძველზე. ცვლილებები:
- აღმასრულებელი კომიტეტი: შედგება 12 წევრისგან (თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, 9 არჩეული თანამდებობის პირი (აქედან 2 დამოუკიდებელი დირექტორი) და აღმასრულებელი დირექტორი);
- მსოფლიო რაგბის ყველა კომიტეტი და მრჩეველთა ჯგუფები ანგარიშვალდებულნი იქნებიან აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე;
- ახლად ჩამოყალიბებული ნომინაციების კომიტეტი, საბჭოს გაუწევს რეკომენდაციებს იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც მოიაზრებიან მსოფლიო რაგბის ნებისმიერი კომიტეტის და სამუშაო ჯგუფების წევრებად. ნომინაციების კომიტეტში შევლენ: აღმასრულებელი კომიტეტის ორი დამოუკიდებელი წევრი, მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე და აღმასრულებელი კომიტეტის არჩეული წევრი. კომიტეტს ერთ-ერთი დამოუკიდებელი წევრი უხელმძღვანელებს.
- დინამიური და მარტივი გარემო ხელს შეუწყობს აღმასრულებელ კომიტეტს საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს დაუყოვნებლივი გადაწყვეტილებები საბჭოს სხდომებს შორის.
გარდამავალი ნომინაციების კომიტეტი ჩამოყალიბდა იმისთვის, რომ დაეწყო დამოუკიდებელი დირექტორების შერჩევის პროცესი, რათა ისინი აღმასრულებელ კომიტეტში დანიშნულიყვნენ.
საბჭოსთან და ხმის მიცემის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ცვლილებები 2016 წლის მაისის ყოველწლიური საბჭოს სხდომის შემდეგ განხორციელდება – მას შემდეგ, რაც საჭირო კრიტერიუმებთან შესაბამისობითა და დეტალური შეფასების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება ამის შესახებ. ამ ჯგუფის თავმჯდომარე იქნება პიტერ საზერლენდი – ყოფილი ევრო კომისარი, ირლანდიის ყოფილი გენ-პროკურორი და მრავალი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის საბჭოს წევრი.
ამ მძლავრი რეფორმების განხორციელება, რომლებიც განახლებულ სტრატეგიულ გეგმასთან არის დაკავშირებული, 2016 წელს დაიწყება.
ამის შესახებ მსოფლიო რაგბის თავმჯდომარემ, ბერნარ ლაპასემ განაცხადა: „ინგლისში განსაკუთრებული და რეკორდული მსოფლიო თასი ჩავატარეთ და ახლა ჩანს, რომ რაგბი ჩართულობის კუთხით რეკორდულ ზრდას განიცდის, ასევე მედიის ინტერესისა და კომერციული თავლსაზრისითაც. ჩვენ ამჟამად რაგბის ისტორიაში ყველაზე დიდ აუდიტორიას ვფლობთ. თამაშის განვითარებისა და მდგრადობის კუთხით, ამჟამად შეჯამებასა და გადანაწილებას ვახდენთ. ჩვენ ერთად ვრზდით ამ თამაშს, რაც ცვლილებებისთვის საუკეთესო მიზეზია.
„ეს არაჩვეულებრივი ახალი მოდელი ფართო გადახედვისა და კონსულტაციების შემდეგ ჩამოყალიბებდა, რომელიც მსოფლიო რაგბისა და ზოგადად სპორტის ისეთი მმართველობითი სტრუქტურებისა და ინსტრუმენტების შექმნას უზრუნვეყოფს, რომლებიც ხელს შეუწყობს სპორტის მომავალ ზრდასა და აყვავებას.“
რეფორმის პროგრამას გადახედა სპეციალურად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის მოადგილე, ორეგან ჰოსქინის ხელმძღვანელობდა, ხოლო წევრები მაიქ ჰოქერი (ავსტრალია), იენ რიჩი (ინგლისი), სთივ თიუ (ახალი ზელანდია), გარეთ დევისი (უელსი), ოქტავიან მორარიუ (რაგბი ევროპა), პიერ კამუ (საფრანგეთი), ბრეთ გოსპერი (მსოფლიო რაგბი) და პითერ საზერლენდი (დამოუკიდებელი) იყვნენ.
ორეგან ჰოსქინის განცხადებით: „სარაგბო მსოფლიო სწრაფად იცვლება და რაგბის ერთიანობისა და პატივისცემის ღირებულებებით ხელმძღვანელობს. ჩვენ შევიმუშავეთ დინამიური და მოდერნიზებული სტრუქტურა, რომელიც ახლა ჩვენი სპორტის განვითარების გზას შექმნის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი ჯგუფის წევრებს მათი უდიდესი წვლილისა და თავდადებისთვის, რომლებმაც ასეთი პოზიტიური ცვლილებები განახორციელეს თამაშის ყველა დონის გასავითარებლად.“
დამატებითი შენიშვნები
მსოფლიო რაგბის ახალი მმართველობითი მოდელის ძირითადი პრინციპები
იმის გათვალისწინებით, რომ რაგბის გლობალური ზრდა წარმოადგენს მიზანს, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო რაგბის მმართველობითი სისტემა უნდა ერგებოდეს ამ მიზანს, სამუშაო ჯგუფმა ჩამოაყალიბა პრინციპები.
მსოფლიო რაგბის საბჭოს შემადგენლობა და ხმის უფლება
წევრი კავშირებისა და ხმის უფლების მქონე წევრების ოდენობა გაიზრდება, იმ შემთხვევაში თუ ისინი დააკმაყოფილებენ მოთვონებს:
წევრი კავშირების ხმის მიცემის უფლება შემდეგნაირია – კავშირები მიიღებენ ერთ ხმას თითოეულ კრიტერიუმზე, რაც მაქსიმუმ 3 ხმამდე შეიძლება გაიზარდოს
- ერთი ხმა და ერთი წამომადგენელი: ის კავშირები, რომლებიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ზედიზედ ორ მსოფლიო თასზე გავიდნენ
- ერთი ხმა და ერთი წამომადგენელი: ის კავშირები, რომლებიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ზედიზედ ორ მსოფლიო თასზე გავიდნენ და ვინც მონაწილეობს “6 ერში” ან “ფალავნობაში ” (რაგბი ჩემპიონშიპ)
- ერთი ხმა: კავშირები, რომლებიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ზედიზედ ორ მსოფლიო თასზე გავიდნენ და აქვთ:
- ბოლო 4 წლის განმავლობაში ყოველწლიური საშუალო ინვესტიცია 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით
- რომლებმაც ბოლო 8 წლის განმავლობაში მსოფლიო რაგბის მსხვილ ტურნირებს უმასპინძლეს და რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში მოიაზრებიან კანდიდატებად
- აქვთ მდგრადი პროგრამა ქალთა რაგბის მხარდასაჭერად და მონაწილეობენ ქალთა მსოფლიო თასზე ან ბოლო 8 წლის განმავლობაში მიუღიათ მონაწილეობას.
- აქვთ 7-ქალა და 7-კაცა პროგრამები – რომლებიც მინიმუმ რეგიონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ ან მსოფლიო რაგბის ‘7-კაცას სერიებში’ იღებენ მონაწილეობას
დამატებით:
- ორი ხმა: მსოფლიო რაგბის ექვსივე რეგიონალურ ასოციაციას
კარგი მმართველობის კრიტერიუმებისა ასევე ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმების თანხვედრის შემთხვევაში ხმის უფლება მაქსიმუმ 20 კავშირისა და 6 რეგიონალურ ასოციაციას მიენიჭებათ. პროგრამა, რომელიც დაადგენს კავშირების კრიტერიუმებთან შესაბამისობას უკვე პროცესშია, რათა 2016 წლის მაისის ყოველწლიურ საბჭოს სხდომაზე მოხდეს რეფორმის განხორციელების ხელშეწობა.
მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი კომიტეტი
- მსოფლიო რაგბის ყველა არსებული კომიტეტი და მრჩეველთა ჯგუფები 1 ნოემბრიდან ანგარიშვალდებულნი არიან აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე
- აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდება მსოფლიო რაგბის კომიტეტისა და მრჩეველთა ჯგუფების წევრების დანიშვნა;
- აღმასრულებელი კომიტეტის წევრების დანიშვნის მიზნით, ახლად ჩამოყალიბებული ნომინაციების კომიტეტი საბჭოს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გაუწევს.
- აღმასრულებელ კომიტეტში სამედიცინო ოფიცირის დასწრების აუფლება
Rugby.GE