შესნის მომავალი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა
„რომას“ მეკარემ ვოიცეხ შესნიმ, რომლის სატრანსფერო უფლებები ლონდონის „არსენალს“ ეკუთვნის, თავისი მომავალის შესახებ ისაუბრა.
„ჩემი ბედი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება. „არსენალი“ მიყვარს, მაგრამ „რომაშიც“ ბედნიერი ვარ. არ ვიცი, ვჭირდები თუ არა „რომას“, თუმცა „არსენალში“ დაბრუნებაში პრობლემას ვერ ვხედავ. „მეთიოფეების“ დატოვება გამიჭირდა, ამ გადაწყვეტილების მღება მძიმე იყო. სხვა ინგლისურ კლუბში საკუთარ თავს ვერ ვხედავ“, – ციტირებს შესნის „სქაი სპორტსი“.