დე სანქტისს კარიერის დასრულება არ სურს
38 წლის მეკარე მორგან დე სანქტისი, მზადაა, „რომასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს, თუ გუნდი მას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსებს არ შეუმცირებს.
„რომა“ ჩემი პრიორიტეტია. როდესაც კონტრაქტს აფორმებ, მასში მითითებული არ არის,პირველი მეკარე იქნები, მეორე თუ მესამე. ყოველდღე ვარჯიში და იმის დადასტურებაა საჭირო, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებ. თუ ასეთი შესაძლებლობა მომეცემა, კარიერის დასრულების მიზეზს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ვეტერანმა გოლიპერმა.