„იუვენტუსი“ გიუნდოგანის შეძენას შეეცდება
ზამთარში „იუვენტუსი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველის ილკაი გიუნდოგანის შეძენას შეეცდება, რის შესახებაც Football-Italia იტყობინება. წყაროს ინფორმაციით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას ლოდინი არ სურს და ფეხბურთელის შეძენას უკვე ზამთრის სატრანსფგერო ფანჯრის დროს შეეცდება.
აქამდე გავრცელებული ცნობით, „იუვეს“ გარდა, გიუნდოგანის შეძენა ასევე „ლივეპრულს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბარსელონას“ სურდათ.
იანვარში მოამაშის ტრანსფერი ტურინელებს, შესაძლოა, 25 მილიონი ევრო დაუჯდეთ.