ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მატჩები არ გადაიდება
უეფა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
“ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა დაგეგმილი მატჩი ყოველგვარი ცვლილების გარეშე, ადრე შეთანხმებული დროით, გაიმართება”, – ნათქვამია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.
“უეფა თამაშების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებს. ყველა ევროპულ კლუბთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა მატჩების დროს უსაფრთხოება სრულად იყოს დაცული”.
შეგახსენებთ, 24 და 25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის, ხოლო 26 ნოემბერს ევროპის ლიგის მატჩებია დაგეგმილი. რამდენიმე დღის წინ კი, უსაფრთხოების მიზნით, ორი ამხანაგური შეხვედრა გაუქმდა: გერმანია – ჰოლანდია და ბელგია – ესპანეთი.