ნავასი “კლასიკოში” მაინც ითამაშებს?
როგორც ჩანს, კოსტა რიკელი გოლკიპერი გამოჯანმრთელებას ასწრებს.
მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გუშინ კეილორ ნავასმა ორი კვირის შემდეგ სრული დატვირთვით პირველად ივარჯიშა. მან ტრავმა უკვე სრულად მოირჩინა და ვარჯიში ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაატარა.
ამავე დროს, ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ დიდი ალბათობით, კოსტა რიკელი მეკარე “ელ კლასიკოში” მონაწილეობის მიღებას შეძლებს, რომელიც შაბათს, მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება.
შეგახსენებთ, კეილორ ნავასი პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურში, “სევილიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაშავდა.