პიანიჩი: “ბარსელონას” ინტერესი? ჩვეულებრივი საგაზეთო ამბავია”
ბოსნიელი ნახევარმცველი პრესაში არსებულ ჭორებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
“ბარსელონას” წინააღმდეგ “ნოუ კამპზე” გასამართი მატჩი რთული იქნება. ვეთამაშებით ჯგუფის ფავორიტს, რომელიც ქულებს იშვიათად კარგავს. არ უნდა მივცეთ მათ სივრცე და შესაძლებლობები ხელიდან არ უნდა გავუშვათ”, – აცხადებს მირალემ პიანიჩი.
“სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ისეთი კლუბი, როგორიც “ბარსელონაა”, შენი თამაშით ინტერესდება, მაგრამ როგორც წესი, ეს ჩვეულებრივი საგაზეთო ამბავია. ამჟამად “რომას” მაისურით თამაშზე ვარ კონცენტრირებული. მინდა, ამ გუნდთან ერთად ტიტულები მოვიპოვო”, – დაასრულა ბოსნიელმა.
შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა, “ბარსელონასა” და “რომას” შორის, დღეს, “ნოუ კამპზე”, თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება.