მოურინიომ აზარის ცვლილება განმარტა
პორტუგალიელი სპეციალისტი ახალგაზრდა ბელგიელის ცვლილებაზე კომენტარს აკეთებს.
მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში, სადაც ლონდონის “ჩელსი” სტუმრად თელ-ავივის “მაკაბის” უპირისპირდებოდა, 69-ე წუთზე ედენ აზარის ნაცვლად თამაში პედრო როდრიგესმა გააგრძელა.
“ედენმა “ნორვიჩის” წინააღმდეგ მთელი მატჩი, ხოლო “მაკაბისთან” თითქმის 70 წუთი ითამაშა. შევატყე, რომ აშკარად გადაღლილი იყო და სწორედ ამიტომ, მისი შეცვლა გადავწყვიტე”, – აცხადებს ჟოზე მოურინიო.
“კარგია, რომ პედრო ჩვენს გუნდშია, რომელმაც “მაკაბის” წინააღმდეგ მოედანზე ოცი წუთი გაატარა. ესპანელმა თავდასხმა გააუმჯობესა და მისი თამაშის წყალობით, კიდევ სამი ბურთის გატანა შევძელით”, – დაასრულა “არისტოკრატთა” თავკაცმა.