სიმეონე: “ჯგუფი უნდა მოვიგოთ”
არგენტინელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში, მადრიდის “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე “გალათასარაი” ანგარიშით 2-0 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.
“ლისაბონში “ბენფიკას” დამარცხება გვმართებს, რადგან პორტუგალიელებს პირველი ადგილის მოსაპოვებლად ფრეც ყოფნით. ჯგუფი აუცილებლად უნდა მოვიგოთ”, – აცხადებს დიეგო სიმეონე.
“კლუბით, ფეხბურთელებით და გულშემატკივრებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა კი ჩვენს ჯგუფში პირველ პოზიციაზე გასვლა გვმართებს”.
“გალათასარაისთან” შეხვედრა კარგი გამოდგა. მატჩის დასაწყისშივე ვიცოდით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. როდესაც ბევრ საგოლე ეპიზოდს ქმნი, გატანის უფრო მეტი შანსი გაქვს. გუშინ კი მხოლოდ ორ გოლს დავჯერდით”, – დაასრულა “ატლეტიკოს” თავკაცმა.