რუდი გარსიას გათავისუფლება ემუქრება
„რომას“ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია, შესაძლოა, უახლოეს დროში უმუშევარი დარჩეს, რასაც „Corriere dello Sport“-ი ვარაუდობს.
წყაროს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის ბოლო შედეგებით უკმაყოფილოა. ეს ლოგიკურია, რამეთუ „რომა“ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ „ბარსელონასთან“ ანგარიშით 1:6 განადგურდა, შემდეგ კი სახლში სერია ა-ს ბოლო ტურის მატჩში „ატალანტასთან“ 0:2 დამარცხდა.
გამორიცხული არ არის, ფრანგი სპეციალისტის ბედი ბელორუსის „ბატესთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩმა გადაწყვიტოს, რომელიც 9 დეკემბერს გაიმართება. ტურნირის პლეიოფში მოსახვედრად „ჯალოროსიმ“ ხსენებული შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს. „რომას“ პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა აღნიშნულ შეხვედრას თავად დაესწრება.
აქამდე გარსიას შესაძლო შემცვლელებად იტალიური პრესა ვალტერ, მაცარის, კარლო ანჩელოტის, ლუჩანო სპალეტისა და ჩეზარე პრანდელის მოიაზრებდა.