5 საუკეთესო საფეხბურთო აკადემია მსოფლიოში
5. “სანტოსი” – ბრაზილია
სხვა ბრაზილიური კლუბების აკადემიებთან შედარებით უფრო კარგ ახალგაზრდები “სან-პაულოს” და “სანტოსს” ჰყავს, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც გამოირჩევა. მათ აღზარდეს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: პელე, ნეიმარი, რობინიო… მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. ბრაზილია ოდითგანვე ცნობილი იყო ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებით, ხოლო “სანტოსი” ყოველთვის ტალანტების სამჭედლოდ ითვლებოდა.
4. “მანჩესტერ იუნაიტედი” – ინგლისი
“მანჩესტერ იუნაიტედი” არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი მსოფლიოში და გასაკვირი არაა, რომ კარგი აკადემიაც აქვს. ამ ყველაფერზე მეტყველებს მათ მიერ აღზრდილი ფეხბურთელები: დევიდ ბექჰემი, ჯორჯ ბესტი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ამ ცნობილ აკადემიას საფუძველი ჩაუყარეს ალექს ფერგიუსონმა, გუნერ სოლსკიაერმა და მაიკ ფილანმა.
3. “სპორტინგი” – პორტუგალია
მსოფლიოში ცნობილი აკადემიების სიას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს “სპორტინგის” სახელი. კრიშტიანუ რონალდუ, ლუიშ ფიგუ, ნანი, ჟოაო მოუტინიო, სია გაცილებით უფრო გრძელია, მაგრამ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. “სპორტინგს” აქვს მსოფლიოში ყველაზე ბევრი სავარჯიშო მოედნები, სადაც ისინი ახალგაზრდა ტალანტებს ეძებენ.
2. “აიაქსი” – ჰოლანდია
“აიაქსი” დაარსდა 1900 წლის 18 მარტს და არსებობის ისტორიაში მუდმივად თამაშობს ე.წ “ნამდვილი ფეხბურთი”-ს ტაქტიკით, რომელიც ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა, რინუს მიშელმა გამოიგონა. “აიაქსი” ევროპის სხვა კლუბებისგან სწორედ ტიპური 4-3-3 ტაქტიკით გამოირჩევა. ჰოლანდიური კლუბის ფეხბურთელებს შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ მოედანზე, რადგან მათ აქვთ ძალიან დიდი სივრცე, რაც მათ თავისი ნიჭის ბოლომდე გამოვლინებაში ეხმარებათ. დიდი ხნის განმავლობაში ეს გუნდი ევროპის საუკეთესო გუნდად ითვლებოდა და შემადგენლობაში ჰყავდათ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: იოჰან კრუიფი, ფრანკ დე ბური, მარკო ვან ბასტენი, ედვინ ვან დერ საარი, დენის ბერგკამპი, თუმცა ამჟამად “აიაქსი” ევროპის საშუალო დონის კლუბად გადაიქცა, რომელსაც ტალანტები კვლავ მრავლად ჰყავს.
1. “ბარსელონა” – ესპანეთი
ლა მასია – უდაოდ მსოფლიოში ყველაზე კარგი აკადემია, რომელიც 1979 წელს შეიქმნა. იოჰან კრუიფს “ბარსელონაში”, “აიაქსის” აკადემიის ემულირება სურდა, რამაც კატალონიელებს უდიდესი სარგებელი მოუტანა. ეჭვგარეშეა, რომ “ბარსელონას” ამჟამინდელ შემადგენლობაში მთავარ როლს ლა მასიას აღზრდილი ასრულებს. 35 წლის მანძილზე კატალონიელებმა ისეთი ტალანტების აღმოჩენა შეძლეს, როგორებიც არიან: კარლეს პუიოლი, ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი, ჟერარდ პიკე და სხვები, რომლებსაც არც ერთი ფეხბურთის გულშემატკივარი გულგრილი არ დაუტოვებიათ.
ავტორი: გოგა ნაჭყებია