WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (278229) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

კასორლამ ოპერაცია ჩაიტარა

თარიღი: დეკემბერი 7, 2015

როგორც ცნობილია, ტრავმის გამო ესპანელ ნახევარმცველს რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს.

“არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ადასტურებს, რომ სანტი კასორლას დაზიანება მძიმეა და ამის გამო სეზონის დიდ ნაწილს გამოტოვებს.

მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტურში, “ნორვიჩის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 30 წლის ესპანელი მუხლის არეში სერიოზულად დაშავდა. ამიტომაც, მან ოპერაცია ჩაიტარა.

“სანტის სწრაფად დაბრუნების სურვილი აქვს, რადგან სეზონის მთელი დარჩენილი ნაწილის გამოტოვება არ სურს”, – აცხადებს არსენ ვენგერი.

“კასორლამ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ექიმებმა მას უთხრეს, თუ რაშიც იყო საქმე, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ ოპერაციის ჩატარება უმჯობესია”.

“სანტი მთელი სეზონი არ დაგვაკლდება. შესაძლოა, სამი-ოთხი თვის გამოტოვება მოუხდეს”, – დაასრულა “მეთოფეთა” თავკაცმა.



მსგავსი სიახლეები