“იუვენტუსი” დღეს ბანეგას თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს?
არაა გამორიცხული, 27 წლის არგენტინელი ტურინში ვიხილოთ.
როგორც იტალიური Calciomercato.com იტყობინება, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩის სათავისოდ გამოყენებას და “სევილიას” წარმომადგენლებთან ევერ ბანეგას თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.
მოგეხსენებათ, ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, იანვარში არგენტინელი ნახევარმცველი იტალიის მოქმედ ჩემპიონთა რიგებს შეუერთდეს.
ცნობილია, რომ ბანეგას გარდა, ტურინელთა სამიზნეთა სიაში ილკაი გიუნდოგანი და ჟოაო მოუტინიო შედიან.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ბანეგას ანგარიშზე 12 მატჩი, ხუთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.