რუნიმ ვარჯიში განაახლა
როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ინგლისელი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნდება.
მოგეხსენებათ, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, უეინ რუნი ტერფის არეშია დაზიანებული, რის გამოც “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის გამოტოვებამ მოუწია.
აღნიშნული ტრავმის გამო, 30 წლის თავდამსხმელი თავის გუნდს ვერც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, “ვოლფსბურგთან” დაეხმარება.
როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რუნის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან იყო მოსალოდნელი. თუმცა, დღეს Goal.com იუწყება, რომ შესაძლოა, უეინმა 12 დეკემბერს, პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში, თამაში უკვე მოახერხოს. მან ვარჯიში უკვე განაახლა.