პსჟ გულამის შეძენას გეგმავს
საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონებს 24 წლის მცველის გაფორმება სურთ.
Radio Kiss Kiss-ის ინფორმაციით, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობამ ფაუზი გულამის სანაცვლოდ “ნაპოლის” 16 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღეს.
მიუხედავად ამისა, პარიზელები დანებებას არ აპირებენ და ახალი წინადადების გასაკეთებლად ემზადებიან.
შეგახსენებთ, გულამი ნეაპოლიტანელთა შემადგენლობას 2014 წლის იანვარში შეუერთდა. მომდევნო მატჩი კი მისთვის იტალიელთა მაისურით 50-ე იქნება.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-სა და “ნაპოლის” ერთმანეთთან კარგი სატრანსფერო ურთიერთობა აკავშირებს. პარიზელებმა ადრე ამ კლუბიდან ედინსონ კავანი და ეზეკიელ ლავეცი შეიძინეს.