აგენტი: “ძაძას არენდა შესაძლებელია”
იტალიელი ფეხბურთელის აგენტი თავისი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით საუბრობს.
მოგეხსენებათ, სიმონე ძაძა “იუვენტუსის” შემადგენლობას გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა. თუმცა, საკმარისი სათამაშო დრო მას არ ეძლევა: მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 314 წუთი გაატარა.
“უოტფორდი”, “სტოკი” და “ვესტ ჰემი” მზად არიან, 24 წლის თავდამსხმელს ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილების მიღების საშუალება მისცენ. აგრეთვე, მისი იჯარის წესით აყვანა “უდინეზესა” და “სასუოლოსაც” სურთ.
აგენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, მაგრამ ეს ფეხბურთელის სურვილზე იქნება დამოკიდებული:
“ამ თემაზე “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასთან საუბარი არ გვქონია. თეორიულად, სიმონეს არენდით წასვლა შესაძლებელია. კლუბის წარმომადგენლებს სათასო მატჩის შემდეგ შევხვდებით. ყველაფრისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ძაძას აგენტმა.