“ფიორენტინა” ლისანდრო ლოპესს შეიძენს?
როგორც ჩანს, იანვარში ფლორენციელები ახალი მოთამაშის დამატებას გეგმავენ.
როგორც გამოცემა La Nazione იტყობინება, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, “ფიორენტინას” ხელმძღვანელობა “ბენფიკადან” ლისანდრო ლოპესის გადაბირებას გეგმავს.
ცნობილია, რომ ფლორენციელთა მთავარი მწვრთნელი პაულო სოუზა 26 წლის არგენტინელი მცველის პირადი გულშემატკივარია და დიდი შანსია, ამ ტრანსფერში გადამწყვეტი როლი სწორედ მან ითამაშოს.
წყაროზე დაყრდნობით, პორტუგალიელები ლისანდროს სანაცვლოდ რვა მილიონ ევროს ითხოვენ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ლოპესის ანგარიშზე პორტუგალიის ჩემპიონატში ხუთი, ხოლო უეფას ჩემპიონთა ლიგაში ორი ჩატარებული მატჩია.