სირიგუ პსჟ-ს ტოვებს?
არაა გამორიცხული, იტალიელმა გოლკიპერმა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
როგორც ცნობილია, სალვატორე სირიგუმ “პარი სენ ჟერმენის” დატოვება სათამაშო დროის არქონის გამო გადაწყვიტა. მოგეხსენებათ, ზაფხულიდან გუნდის ძირითადი მეკარის ადგილი კევინ ტრაპმა დაიკავოს.
ფრანგულ პრესაზე დაყრდნობით, სირიგუს მიმართ ინტერესს “ნიუკასლი” და “ასტონ ვილა” იჩენენ. “კაჭკაჭების” მეკარე ტიმ კრული სეზონის ბოლომდე ტრავმირებული იქნება, ბირმინგემელებს კი ბრედ გუზანისთვის კონკურენტის მოყვანა სურთ.
აგრეთვე, ცნობილია, რომ პსჟ-ს კარის დარაჯთან მოლაპარაკებების გამართვას “მილანიც” გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სირიგუს ანგარიშზე მხოლოდ ერთი ჩატარებული მატჩია.