დე იონგმა, შესაძლოა, “მილანი” იანვარში დატოვოს
ჰოლანდიელი ფეხბურთელი სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავს.
მოგეხსენებათ, ნაიჯელ დე იონგი 27 სექტემბერს, “ჯენოას” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. როგორც ცნობილია, ის კლუბში არსებული ამჟამინდელი სიტუაციით უკმაყოფილოა და ამიტომაც, წასვლას აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ახალი ხელშეკრულება გასულ ზაფხულს გააფორმა, “მილანის” ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნების დიდი სურვილი არ აქვს, რადგან ფეხბურთელის ანაზღაურება ყოველწლიურად სამ მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე კონტრაქტი კი 2018 წლამდეა ძალაში.
შეგახსენებთ, ადრე დე იონგის შეძენით “ლესტერი” ინტერესდებოდა.